ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთში ჩადრის ტარება აიკრძალა


საფრანგეთში ჩადრის ტარება აიკრძალა
საფრანგეთში ჩადრის ტარება აიკრძალა

საფრანგეთში დღეიდან ქალებს ჩადრის ტარება და სახის დამალვა აღარ შეეძლებათ. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ჩადრით გამოჩენისთვის ჯარიმა 200 დოლარის ოდენობით განისაზღვრა, ან შესაძლოა ასეთ ქალბატონს მოქალაქეობის წესების შესახებ სპეციალური კურსი ჩაუტარდეს. ხოლო ის პირი ვინც ქალს ჩადრის ტარებას აიძულებს 41 ათასი დოლარით დაჯარიმდება და ერთწლიანი პატიმრობით დაისჯება. მთავრობის შეფასებებით საფრანგეთში ამჟამად დაახლოებით 2000 ათასი ქალია, ვინც ჩადრს იყენებს. სულ საფრანგეთში 6 მილიონამდე მუსლიმი ცხოვრობს. ჩადრის აკრძალვის მომხრეები ამ ნაბიჯს მუსლიმების საფრანგეთის საზოგადოებაში ინტეგრირების აუცილებლობით ხსნიან.

XS
SM
MD
LG