ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთში ორი ეჭვმიტანილის დაკითხვა გრძელდება


საფრანგეთში ორი ეჭვმიტანილის დაკითხვა გრძელდება
საფრანგეთში ორი ეჭვმიტანილის დაკითხვა გრძელდება

საფრანგეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ორი ეჭვმიტანილის დაკითხვა, რომლებიც საფრანგეთის ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმების განხორციელებას გეგმავდნენ.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრაის ჰორტეფუამ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილები ფრანგი ძმები არიან. ისინი საფრანგეთში ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდნენ.

ტერორისტული საფრთხის ფერებით კოდირებული დონე საფრანგეთმა სექტემბერში წითლამდე აწია.

გასულ კვირას კი საფრანგეთის მთავრობამ ალ ყაიდას მეთაური ოსამა ბინ ლადენისგან აუდიო ჩანაწერი მიიღო, სადაც ბინ ლადენი აცხადებს, რომ თუ პარიზმა ავღანეთიდან ჯარები არ გამოიყვანა, საფრანგეთში ტერორისტული აქტების განხორციელება დაიწყება.

ბინ ლადენმა საფრანგეთის მიერ მუსლიმი ქალებისთვის სახის ჩადრის აკრძალვაც დაგმო.

XS
SM
MD
LG