ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფრანგი ჯარისკაცები სირიაში ქურთულ შენაერთებს წვრთნიან


საფრანგეთის სპეცდანიშნულების რაზმები სირიის ჩრდილოეთში ქურთულ შენაერთებს ეხმარებიან, რათა მდინარე ევფრატის დასავლეთ ნაპირზე დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მიერ დაკავებული ტერიტორიის კონტროლი მოიპოვონ.

ფრანგული საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, რომ ამგვარი მონაწილეობა მხოლოდ რჩევითა და წვრთნით დახმარებას გულისხმობს. ამერიკელი ოფიციალური პირები ასევე იუწყებიან, რომ ამერიკული სპეცდანიშნულების ძალების 300 წევრი, რომელიც სირიის ჩრდილოეთშია მივლენილი, სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას არ იღებს, არამედ ისინი წვრთნისა და კონსულტაციების მიწოდებას ახდენენ.

XS
SM
MD
LG