ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტულუზელმა ტერორისტმა თავი მოიკლა


საფრანგეთის ოფიციალური პირების ცნობით, ტულუზაში შვიდი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი მოკლულია. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, პოლიციამ შტურმი მიიტანა იმ ბინაზე, სადაც 24 წლის მუჰამედ მერაჰი იმალებოდა. ეჭვმიტანილმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა და შემდეგ ფანჯრიდან გადახტა. სროლის დროს სამი პოლიციელი დაიჭრა. ოფიციალური პირების თქმით, ეჭვმიტანილი აცხადებდა, რომ იარაღით ხელში სურდა სიკვდილი. ალჟირელი წარმოშობის მერაჰი ტულუზაში ებრაულ სკოლაზე თავდასხმაში იყო ეჭვმიტანილი, რის შედეგადაც სამი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG