ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა


საფრანგეთის სამხრეთი, 5 ოქტომბერი, 2015
საფრანგეთის სამხრეთი, 5 ოქტომბერი, 2015

ფრანგულ რივიერაზე შაბათს მოსული წვიმის შედეგად ხმელთაშუა ზღვის ეს ულამაზესი კურორტი ტალახის ზღვად იქცა. სამი საათის განმავლობაში ტროპიკულმა წვიმამ 18 სანტიმეტრი ნალექი მოიტანა. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის შედეგად სულ ცოტა 17 ადამიანია დაღუპული.

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრასუა ოლანდი სტიქიის ადგილს ეწვია და დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. მან მოსახლეობას სიფრთხილიკენ მოუწოდა.

საფრანგეთის რკინიგზის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რგინიგზის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა, რაშიც მატარებლის რელსები და ელექტრო ხაზები შედის. ზარალი განსაკუთრებით მძიმეა ქალაქ კანში. შტრომი საფრანგეთიდან იტალიის სანაპირო ზოლისკენ გადავიდა, სადაც სტიქიამ ყველა სახის სატრანსპორტო მიმოსვლა შეაფეხა.

XS
SM
MD
LG