ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთი ბრიტანეთთან მოგზაურობის შეზღუდვას აუქმებს


საფრანგეთმა ბრიტანეთს საზღვარი გაუხსნა. ორ ქვეყანას შორის მოგზაურობაზე რამდენიმედღიანი შეზღუდვა ქვეყანამ მას შემდეგ დააწესა, რაც ცნობილი გაცხდა, რომ ბრიტანეთში კოვიდ-19-ის ახალი შტამი აღმოაჩინეს.

ბრიტანეთიდან საფრანგეთში ჩამსვლელი ადამიანებისთვის, აუცილებელი იქნება კოვიდ ტესტის წარდგენა, რომელიც აჩვენებს, რომ არაუგვიანეს 72 საათის წინ, პირმა ტესტი გაიკეთა და ვირუსის მატარებელი არ არის.

ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და ევროკავშირმა, სამშაბათს, გვიან ღამით მიაღწიეს შეთანხმებას სამოგზაურო შეზღუდვების გაუქმებაზე. აკრძალვამ დისკომფორტი შეუქმნა არამარტო ადამიანებს, არამედ გამოიწვია ვაჭრობის შეფერხებაც.

ევროკომისიამ აკრძალვების შეწყვეტის რეკომენდაცია გასცა და ამავდროულად მოუწოდა მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ ბრიტანეთში არასაჭირო მოგზაურობისგან.

ბრიტანეთში, კორონავირუსის შტამი გასულ კვირას აღმოაჩინეს. ადგილობრივი მეცნიერები ახალ შტამს აკვირდებიან. წინასწარი ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მისი პირველადი ფორმა. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ეს შტამი უფრო მძიმე სიმპტომებს იწვევს, ან უფრო მომაკვდინებელია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG