ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მერკელი და ოლანდი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს ემხრობიან


გერმანია და საფრანგეთი აცხადებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ინტენსიურ სანქციებს დაუჭერენ მხარს.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა გერმანიაში შეხვედრისას მოსკოვი შედეგების შესახებ გააფრთხილეს. ახალი სანქციები, სავარაუდოდ, რუსეთის ეკონომიკაზე მოახდენს გავლენას.

ორმა ლიდერმა ასევე ილაპარაკა ხვალ, პრო-რუსი სეპარატისტების მიერ დაგეგმილ რეფერენდუმზე და მათ აღნიშნეს, რომ ის უკანონოა. სეპარატისტები რეფერენდუმის ჩატარებას ლუგანსკსა და დონეცკში გეგმავენ მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტის-ვლადიმირ პუტინის მოწოდებისა, რომ კენჭისყრა გადაიდოს.

შაბათს, აღმოსავლეთ უკრაინის მაცხოვრებლები კვლავ ემზადებოდნენ რეფერენდუმის ჩასატარებლად.

სოციოლოგიურმა გამოკითხვებმა კი მიმდინარე კვირას დაადასტურა, რომ აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობის 70 პროცენტი უკრაინის შემადგენლობაში დარჩენას უჭერს მხარს.

ასევე შაბათს, დონეცკში მყოფმა სეპარატისტებმა წითელი ჯვრის შვიდი თანამშრომელი, რომლებიც პარასკევს გაიტაცეს, გაათავისუფლეს.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG