ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოლანდის პარტიის წარმატება


საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის სოციალისტური პარტიის ბლოკმა სადეპუტატო მანდატების უმრავლესობა მოიპოვა. დღეს გამოცხადებული შედეგების მიხედვით, მემარცხენე პარტიებმა 577 ადგილიან ნაციონალურ ასამბლეაში ამომრჩეველთა ხმების 46 პროცენტი მოიპოვეს. ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის კონსერვატიულმა პარტიამ კი დაახლოებით 34 პროცენტი მიიღო. ულტრამემარჯვენე ეროვნულმა ფრონტმა ამომრჩეველთა ხმების 13 პროცენტი მოიპოვა. პარლამენტის საბოლოო შემადგენლობა არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გაირკვევა, რომელიც 17 ივნისს არის დანიშნული. რაც შეეხება პარლამენტის ზედა პალატას იგივე სენატს, იქ უმრავლესობას პრეზიდენტ ოლანდის სოციალისტები ფლობენ.

XS
SM
MD
LG