ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთი ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს


ახალი თაობის ელექტროსადგურის ასაშენებლად, პირველი ატომური რეაქტორი საფრანგეთში 2027 წლის მაისში ამოქმედდება. პარიზში ახალ კანონპროექტზე მუშაობენ, რომელიც ელექტროსადგურის ამ ვადაში ამუშავებას ხელს შეუწყობს.

პარიზში 27 სექტემბერს განცხადება ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა. მან განმარტა, რომ საკანონმდებლო ბაზის მომზადება აუცილებელია ბიუროკრატიული ბარიერებისა და სხვა წინაღობების გადასალახავად.

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით, ატომური ენერგია ქვეყნის ენერგორესურსებით უზრუნველყოფისთვის უმთავრესი უნდა გახდეს. ეს 2050 წლამდე ნახშირორჟანგის გამოყოფის მინიმუმზე დაყვანის ვალდებულების შესრულებასაც შეუწყობს ხელს.

საფრანგეთი ახალი თაობის EPR2 ტიპის 6 ატომური რეაქტორის აგებას ქვეყნის 3 სხვადასხვა რეგიონში 2035-36 წლამდე გეგმავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG