ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პერუს ყოფილმა პრეზიდენტმა თავი მოიკლა


პერუს ყოფილი პრეზიდენტი ალან გარსია თვითმიყენებული გასროლის შედეგად გარდაიცვალა. გარსიამ თავის მოკვლა მას შემდეგ სცადა, რაც მასთან პოლიცია დაკავების ორდერით გამოცხადდა.

გარსიამ საკუთარ იურისტთან დაკავშირება ითხოვა და საკუთარ ოთახში გავიდა, რამდენიმე წუთის შემდეგ პოლიციელებმა გასროლა გაიგონეს, ოთახში შეიჭრნენ და ყოფილი პრეზიდენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ალან გარსიას სამართალდამცავები, ლათინურ ამერიკაში ერთ-ერთ უდიდეს კორუფციულ სქემაში მონაწილეობაში სდებდნენ ბრალს. კორუფციული გზებით, ბრაზილიური კომპანია "ოდებრეხტი" ლათინურ ამერიკული ქვეყნების მთავრობების ლიდერებს ქრთამავდა, შედეგად კი სამშენებლო პროექტებს იღებდა.

"ოდებრეხტს" ბრალად ედება 2001-2016 წლებში 800 მილიონი დოლარის ქრთამში გადახდა და სანაცვლოდ, სამთავრობო კონტრაქტების მიღება გზების, ხიდების, ელექტროსადგურების და ავტოტრასების ასაშენებლად.

პროკურორები გარსიას კომპანია "ოდებრეხტიდან" 100,000 დოლარის მიღებას ედავებოდნენ, რომელიც მას შეფარვით, კონფერენციაზე გამოსვლის სანაცვლოდ გადაეცა. გარსია ბრალდებას უარყოფდა და მას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა.

პრეზიდენტმა მარტინეს ვიზკარამ გარდაცვლილი ექს-პრეზიდენტის ოჯახს მიუსამძიმრა.

გასულ წელს, პერუს პრეზიდენტი პედრო პაბლო კუსინკი თანამდებობიდან გადადგა, რადგან მას "ოდებრეხტთან" დაკავშირებული ბრალდებების გამო იმპიჩმენტი მოელოდა. ამ დრომდე, ბრაზილიაში დაფუძნებულ კომპანიასთან კორუფციული გარიგეგების ბრალდებით, გამოძიება პერუს ოთხი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარეობს. მეხუთე პრეზიდენტი, ალბერტო ფუჯიმორი კი კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ციხეში იხდის სასჯელს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG