ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხუთ ბელარუს აქტივისტს 12-წლიანი პატიმრობა გავრცელებული ინფორმაციისთვის მიუსაჯეს


ბელარუსში 5 აქტივისტს, დაუსწრებლად 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენი მინსკის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა. მათ ბრალი სამართალდამცავების პირადი ინფორმაციის გასაჯაროებაში ედებათ ბრალი. საუბარია 5 ბელარუსი აქტივისტის შექმნილ სოციალური მედიის გვერდის შესახებ, სადაც ყველა იმ სამართალდამცველის პირადი ინფორმაციაა განთავსებული, ვინც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციების დარბევაში მიიღო მონაწილეობა.

დმიტრი ნავოშა, იანინა საზანოვიჩი, დანილ ბაჰდანოვიჩი, ვოლჰა ვისოცკაია და ვალერია ზანიამონსკაია მინსკის სასამართლომ სოციალურ ქსელებში სიძულვილის გავრცელებასა და პირადი ინფორმაციის არალეგალურად გავრცელებაში ცნო დამნაშავედ.

ხუთივე ბრალდებულმა ქვეყანა მანამდე დატოვა, თუმცა მათ სურვილი გამოთქვეს, რომ სასამართლო პროცესში ვიდეო-ჩართვით მიეღოთ მონაწილეობა. სასამართლომ მათ ამ თხოვნაზე უარი უთხრა და ფიზიკურად მინსკში ჩასვლა და სასამართლოზე მხოლოდ ამ ფორმით დასწრება შესთავაზა.

ბელარუსის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ბელარუსის ოპოზიცია და დასავლეთი გაყალბებულად მიიჩნევენ. სამთავრობო საარჩევნო კომისიის მიხედვით, არჩევნები ალექსანდრ ლუკაშენკომ მოიგო, თუმცა ოპოზიცია ამტკიცებს, რომ არჩვენებში დაპატიმრებული ოპოზიციონერი ლიდერის ცოლმა და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა სვიატლანა ციხანუსკაიამ გაიმარჯვა.

ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, ოპოზიციის ლიდერებისა და აქტივისტების ნაწილი დააპატიმრეს. ოპოზიციის დანარჩენმა ნაწილმა, მათ შორის მათმა ლიდერმა, სვიატლანა ციხანუსკაიამ, ქვეყანა დატოვეს. აქციების დარბევის დაიღუპნენ მოქალაქეებიც, დაკავებულების ნაწილი კი, გავრცელებული ინფორმაციით, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

2022 წლის ივლისში, ლუკაშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის საქმეების წარმოება და სასამართლოების ჩატარება შესაძლებელია იმ პირების წინააღმდეგაც, ვინც ქვეყანაში არ იმყოფება და სასამართლოს ვერ დაესწრება.

ამ კანონის მიხედვით, 17 იანვარს, მინსკის სასამართლომ სვიატლანა ციხანუსკაია დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სახელმწიფო ღალატში, მასობრივი არეულობის ორგანიზებაში, ექსტრემისტული დაჯგუფების შექმნაში, სიძულვილის დათესვასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში. ბელარუსის კანონმდებლობის შესაბამისად, ციხანუასკაიას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

XS
SM
MD
LG