ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის კრედიტუნარიანობა საუკეთესო ქულით შეფასდა


საკრედიტო სააგენტომ „ფიჩ“ ამერიკის კრედიტუნარიანობა უმაღლესი ნიშნით - AAA-თი შეაფასა. „ფიჩმა“ გადაწყვეტილება პარასკევს გამოაქვეყნა. ამ შეფასებით, შეერთებული შტატების საკრედიტო რეიტინგი გამოსწორდა.

გასული წლის ოქტომბერში, საკრედიტო სააგენტომ ამერიკის კრედიტუნარიანობა ქვეყნაში ფინანსური გაურკვევლობის გამო ჩამოაქვეითა.
სააგენტოს განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა წარმატებული ფინანსური კონსოლიდაცია შეძლო და ამერიკა კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე „პროდუქტიული, დინამიური და ტექნოლოგიურად განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნად მთელს მსოფლიოში.“
XS
SM
MD
LG