შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი რამდენიმედღიან შესვენებას იღებენ, მაშინ როდესაც 600 მილიარდი დოლარის ავტომატურ შემცირებამდე სულ რაღაც ოთხი კვირა რჩება. ე.წ. ფისკალური უფსკრულის თავიდან არიდება კი მხოლოდ პრეზიდენტსა და კონგრესს შორის შეთანხმების მიღწევით იქნება შესაძლებელი. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სინდი სეინი არკვევდა.
ამერიკელთა ყურადღების ცენტრში პრეზიდენტ ობამას და კონგრესში რესპუბლიკელთა უმრავლესობის ურთიერთობაა მოქცეული.კერძოდ, თუ რამდენად შეძლებენ ისინი შეთანხმებას და ფისკალური უფსკრულის თავიდან აცილებას. ეკონომისტების განცხადებით, თუკი შეთანხმება ვერ მოხდა და სამთავრობო დანახარჯების ავტომატური კვეცა განხორციელდა, ამან შეიძლება ქვეყანა ფინანსურ რეცესიამდე მიიყვანოს. ოთხშაბათს, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა უმრავლესობის ლიდერმა ერიკ კანტორმა განაცხადა, რომ რესპუბლიკელი კონგრესმენები მომავალი კვირის სამშაბათამდე დაისვენებენ. ასევე წარმომადგენელთა სპიკერმა ჯონ ბეინერმა განაცხადა, რომ მას პრეზიდენტ ობამასთან უფრო დეტალური მოლაპარაკება სურს.
„მე აქ ვიქნები და ნებისმიერ დროს შემეძლება პრეზიდენტთან დავჯდე პრობლემის გადასაჭრელად,“- განაცხადა ჯონ ბეინერმა.
პოლიტიკური მიმომხილველი დენიელ ნიუჰაუსერი აცხადებს, რომ რესპუბლიკელებმა მედიისთვის თავის არიდება გადაწყვიტეს.
„ყველა აცნობიერებს, რომ მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა უნდა გადავიდეს. ამდენად, პრესასთან რესპუბლიკელების საუბარი და საკუთარი თეორიების განვითარება მათთვის აზრს მოკლებულია, რადგან ყველამ იცის, რომ ამ საკითხზე ჯონ ბეინერი და პრეზიდენტი ობამა აპირებენ აქტიურ მოლაპარაკებას,“ - ამბობს ნიუჰაუსერი.
კონგრესის ნდობა საზოგადოებაში საკმაოდ დაბალია. ამომრჩეველთა 15 პროცენტზე ნაკლები საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას დამაკმაყოფილებლად აფასებს. ანალიტიკოსების აზრით, დედაქალაქიდან გასვლა ასეთ კრიტიკულ დროს მათი რეიტინგის გამოსწორებას ვერ დაეხმარება.
უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, წარმომადგენელთა პალატის წევრები დედაქალაქში წელს ჩვეულებრივზე მეტ ხანს დარჩებიან, საშობაო არდადეგების ჩათვლით, რათა გადასახადებზე და დანახარჯებზე შეთამხმებას მიაღწიონ.
„პალატის წევრებს შევახსენებთ, რომ ვიდრე ფისკალური უფსკრულის დაძლევა არ მოხდება, 112-ე კონგრესი ვერ შეიკრიბება,“ - განაცხადა კანტორმა.
როგორც რესპუბლიკელი კონგრესმენების თანაშემწეები აცხადებენ, ამ ეტაპზე კონგრესსა და თეთრ სახლს შორის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
ლევან ღირსიაშვილი, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი