ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტიმოთი გეიტნერი რესპუბლიკელ კონგრესმენებს ხვდება


აშშ-ს ხაზინის მდივანი, ტიმოთი გეიტნერი

თუ კონგრესმენები კომპორიმისზე არ წავლენ, 1 იანვრიდან ამერიკის ბიუჯეტში ავტომატური შეკვეცები მოხდება

ვიდრე თეთრი სახლი და კონგრესი წლის ბოლოს მოსალოდნელი ფინანსური კრიზისის თავიდან აცილებას ცდილობს, ამერიკის ხაზინის მდივანი ტიმოთი გეიტნერი დღეს კონგრესში რესპუბლიკური პარტიის წევრებს ხვდება.

თუ კონგრესმენები კომპორიმისზე არ წავლენ, 1 იანვრიდან ამერიკის ბიუჯეტში ავტომატური შეკვეცები მოხდება და შიდა და თავდაცვის პროგრამებს დაფინანსება 600 მილიარდი დოლარით შეუმცირდება. ამასთან ერთად, ამერიკელთა უმეტესობას გადასახადების ტარიფიც გაეზრდება.

ტიმოთი გეიტნერი პრეზიდენტსა და კონგრესს შორის მოლაპარაკებების ინიციატორია და დღეს იგი წარმომადგენელთა პალატის სპიკერს - ჯონ ბეინერს, წარმომადგენელთა პალატის ბიუჯეტის კომიტეტის თავმჯდომარეს - პოლ რაიანს და სენატის უმცირესობის ლიდერს - მიტჩ მაკონელს შეხვდება. შეხვედრას ასევე დაესწრებიან დემოკრატთა ლიდერი ჰარი რიდი და ნენსი პელოსი.
XS
SM
MD
LG