ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ერთი შენობა უკვე გაიხსნა


ტერაქტის დროს დანგრეული შენობების აღდგენის პროცესი საბოლოოდ 2015 წლისთვის დასრულდება

2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის დროს, გრაუნდ ზეროზე დანგრეული პირველი საოფისე შენობა, ოთხშაბათს საზეიმოდ გაიხსნა. ახალი შენობის პრეზენტაციით მანჰეტენის ქვედა ნაწილს, რომელიც ნიუ იორკის ბიზნეს-ცენტრად ითვლება, თავისი პირვანდელი სახე დაუბრუნდა.

მინით დაფარული მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მეოთხე შენობა ყველაზე პატარაა ოთხ ძირითად ცათამბჯენს შორის, სადაც ტერორისტთა მიერ გატაცებული თვითმფრინავების ჩამოგდების შედეგად ტერაქტის დროს 2700 ადამიანი გარდაიცვალა. ეს არის 298 მეტრის სიგრძის შენობა, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის პირველი ნაგებობა, რომელიც ძველი შენობის გამარტივებული ვერსიაა. მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის ძირითადი შენობის გახსნა 2014 წლის დასაწყისისთვის არის დაგეგმილი.

„ეს არ არის მხოლოდ შენობა, ეს ხელმეორედ დაბადებას ნიშნავს და ამით სრულდება ის დაპირება, რომ ამ ადამიანებს არასოდეს დაივიწყებენ,“ განაცხადა მანჰეტენის უბნის მმართველმა სკოტ სტრინგერმა ლენტის გაჭრის ცერემონიაზე, რომელსაც ოფიციალური პირები, ტერაქტის დროს დაღუპული ადამიანების მეგობრები, შენობის ინჟინრები და მუშები, ასევე ადგილზე მყოფი ტურისტები დაესწრნენ, რომლებიც ისტორიულ ადგილას ფოტოებს იღებდნენ.

იაპონელმა არქიტექტორმა, ფუმიჰიკო მაკიმ განაცხადა, რომ ეს შენობა ისე დააპროექტა, რომ მას ძლიერი სკულპტურული ეფექტი და ძლიერი გამოსახულება ჰქონოდა, შეექმნა სიმშვიდის და ღირსების ატმოსფერო.

ამ დროისთვის 72-სართულიანი შენობა ცარიელია, თუმცა ორმა სახელმწიფო სააგენტომ შენობის ნახევარი ტერიტორიის იჯარით აღებაზე ხელშეკრულება უკვე გააფორმა. ეს ტერიტორია ორი შტატის ხელისუფლების მიერ კონტროლდება, ნიუ იორკის ნავსადგურის და ნიუ ჯერსის ხელისუფლების მიერ, რომლის მფლობელობაშიც შედის ტერიტორია. ნიუ იორკის ქალაქის ხელმძღვანელობა წლების წინ ცდილობდა რომ ტერიტორიის მფლობელი გამხდარიყო და მშენებლობის პროცესს დახმარებას უწევდა.

ტერაქტების შემდეგ ნიუ იორკის ქალაქს, შტატს და ფედერალურ ხელისუფლებას, დეველოპერებს, სადაზღვევო კომპანიებს, დაღუპულთა ოჯახის წევრებს და სხვებს შორის უთანხმოების გამო შენობის მშენებლობის ადგილი 16 ჰექტარით შემცირდა. დეველოპერი ლერი სილვესტერნს შენობის ნაწილი იჯარით ჰქონდა აღებული, როდესაც 11 სექტემბრის ტერაქტი მოხდა. ის მშენებლობის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა პროექტის დიზაინის, უსაფრთხოების და ფინანსურ საკითხებში.

"მსოფლიო აცნობიერებს რომ უკვე დასრულდა 12-წლიანი დავის და მშენებლობის პერიოდი, და რეალურად უკვე არსებობს ადგილი, რომელიც თავის პირვანდელ სახეს იბრუნებს და ისევ ნიუ იორკის ნაწილი ხდება, "განუცხადა როიტერის საინფორმაციო სააგენტოს ჯენო ლიბერმა, რომელიც სამშენებლო კომპანია „სილვერსტეინის შენობების“ მშენებლობის დაგეგმვას და პროექტირებას ხელმძღვანელობდა.

ამავე კომპანიის პრეს სპიკერმა დარა მაქულენმა განაცხადა, რომ დეველოპერები არ შეუშფოთებია იმ ფაქტს, რომ 2, 3 მილიონი კვადრატული მეტრის ფართობის შენობიდან ჯერ მხოლოდ ნახევარია გაქირავებული.

2006 წელს „სილვერსტეინმა“ მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მეშვიდე შენობის მშენებლობა დაასრულა, რომელიც „გრაუნდ ზეროს“ ჩრდილოეთით მდებარეობს. ამ შენობის ერთადერთი მეიჯარე მხოლოდ ეს კომპანია იყო. თუმცა 2011 წელს, აქ ოფისები მთლიანად გაქირავდა და შენობა მუდის კორპორაციამ და საგამომცემლო ჯგუფმა „ მანსუტო ვენტურამ“ დაიკავა.

დარა მაქულენი: აღმოჩნდა , რომ მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის მეშვიდე შენობას, რომელიც უმაღლესი ტექნოლოგიური მეთოდით აშენდა, ბევრად მალე გამოუჩნდნენ მეიჯარეები.

უძრავი ქონების კომერციული „სი-ბი-არ“ ჯგუფის მონაცემებით, მანჰეტენის კომერციულ ცენტრში უძრავი ქონების იჯარით აღების ფასი ერთ კვადრატულ მეტრ ფართობზე 47$ შეადგენს, რაც 35%-ით დაბალია მანჰეტენის ცენტრში არსებულ ფასებთან შედარებით.

ცათამბჯენის მშენებლობა 2 მილიარდი დოლარი ჯდება. ამ ფასში მიწის იჯარით აღების საფასური შედის და ლიბერალური გადასახადების და სადაზღვევო პროცედურების ჩათვლით 1, 2მილიარდს შეადგენს.

ორშაბათს, ქალაქის დიზაინერთა საბჭოს გადაწყვეტილებით, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის პირველი შენობა, რომელიც დუგლას დასტის და ნავსადგურის მმართველობის მიერ არის აშენებული, შეერთებული შტატების ყველაზე მაღალ შენობად შეფასდა.

მათ ეს ამ ნაგებობის სიმაღლის და მოცულობის მიხედვით განსაზღვრეს, რომელიც 1, 776 ფუტს შეადგენს. ასეთი განსაზღვრება ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერის წელს შემოიღეს. „ტყუპების“ შენობის სიმაღლემ 1,727 ფუტი შეადგინა, ხოლო ემპაიარ სტეიტ ბილდინგის 1,454 ფუტი.

9/11 მუზეუმის გახსნა მომავალ წელს იგეგმება. სატრანსპორტო სადგური, რომელიც ესპანელი არქიტექტორის სანტიაგო კალატრავას დიზაინით შეიქმნა, სავარაუდოდ 2015 წელს შევა ექსპლუატაციაში.

ამ ტერიტორიაზევე უნდა დასრულდეს დამატებით ორი ცათამბჯენის მშენებლობა ხოლო 550.000 კვადრატულ მეტრი ფართობი სავაჭრო ობიექტებს დაეთმობა. არქიტექტორი ფრენკ გერი, ცნობილი თავისი გუგენჰაიმის მუზეუმის თანამედროვე დიზაინით, რომელიც ესპანეთში მდებარეობს, შენობის ცენტრში პერფორმანსის გამართვას აპირებს.
XS
SM
MD
LG