ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული ვარიანტის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა


ამერიკაში, სამხრეთ კაროლინაში, სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას შტატის ჯანდაცვის ოფიციალური პირები ავრცელებენ.

ამ დროისთვის ჯერ არ არსებობს ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, იწვევს თუ არა კორონავირუსის ახალი ვარიანტი უფრო მძიმე გვერდით მოვლენებს, ან არის, თუ არა ის უფრო მომაკვდინებელი. თუმცა, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ ეს ვარიანტი, შესაძლოა, უფრო სწრაფად და ადვილად ვრცელდებოდეს, ვიდრე სხვები".

"ეს შემაშფოთებელია", რადგან ეს ნიშნავს, რომ შტატში, არსებობს ბევრად მეტი დაუფიქსირებელი შემთხვევა, ამბობს ექიმი კრუტიკა კუპალი, ინფექციური დაავადებების სპეციალისტი ჩარლსტონის სამედიცინო უნივერსიტეტიდან.

ოფიციალური პირების თქმით, სამხრეთ კაროლინაში აღმოჩენილი შემთხვევები არ არის დაკავშირებული მოგზაურობასთან.

ექიმების თქმით, ვირუსისთვის მუტაცია ნორმალური მოვლენაა. ვირუსის ახალი ვარიანტები ბრიტანეთსა და ბრაზილიაშიცაა დაფიქსირებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG