ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხანძრით დაზარალებულებს სახელმწიფო დაეხმარება


ხანძარი გასულ შაბათს კოლორადოს პაიკის ეროვნულ ტყეში გაჩნდა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კოლორადოში სტიქიური უბედურების ადგილი მოინახულა და ხანძრით მიყენებულ ზარალს "უდიდესი" უწოდა.

პრეზიდენტმა კოლორადოს სიდიდით მეორე ქალაქში- კოლორადო სპრინგში გადამწვარი ხანძრისგან სახლები და დამდნარი ავტომობილებიც ნახა. ვალდო კანიონში ხანძარს 346 სახლი ემსხვერპლა, უსახლკაროდ დარჩა 36,000 ადამიანი , ერთი კი დაიღუპა.

კოლორადოშჲ ჩასვლამდე ობამამ კატასტროფის დეკლარაცია გამოსცა რომლის მიხედვითაც კოლორადოს შტატში ხანძრით დაზარალებულებს ფულადი დახმარება ფედერალური ფონდიდან გადაერიცხებათ.

ხანძარი გასულ შაბათს პაიკის ეროვნულ ტყეში გაჩნდა, საიდანაც რამდენიმე დღეში ძლიერი ქარის გამო მეზობელ ტერიტორიებზეც გავრცელდა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი დაუდგენელია.


XS
SM
MD
LG