ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვიტოლდ ვაშჩიკოვსკი: ნატოს 2016 სამიტი გაფართოებას განიხილავს


პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელმაც ვაშინგტონში ვიზიტი რამდენიმე საათის წინ დაასრულა, ამერიკის ხმასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ნატოს მოუწოდა გადალახოს ის უხალისობა რომელიც მის წევრებს ეტყობათ და ჯარები განალაგოს ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე, რათა რუსეთის მორიგი აგრესიის შეკავება მოხდეს.

საგარეო მინისტრის განცხადებით, სამხედრო ალიანსის არაერთი წევრი ჯარების განლაგებას აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთისადმი კონფრონტაციაში შესვლად აფასებს, თუმცა მან აღნიშნა, რომ ის ამ „ფილოსოფიას“ არ ეთანხმება“ და რომ ძლიერი სამხედრო ალიანსი შორიდან "დარწმუნებებს" არ უნდა გასცემდეს, არამედ მას ფიზიკურად ადგილზე ყოფნა მართებს.

საქართველოს სურვილთან დაკავშირებით ალიანსში გაწევრიანდეს-ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ აღნიშნა, რომ ნატოს მომავალი სამიტი რომელიც ვარშავაში გაიმართება, ნატოს გაფართოების პროცესებს განიხილავს, ცენტრალური ევროპის სახელმწიფოები კი მხარს უჭერენ მომლოდინე ქვეყნების ამბიციას ალიანსის წევრი გახდნენ და რომ სამიტზე მათთვის დამატებითი მექანიზმები იქნება განხილული.

XS
SM
MD
LG