ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ანტი-ელიტურმა პარტიამ გაიმარჯვა


ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგების თანახმად, ანტი-ელიტური პარტია, სახელად "არის ასეთი ხალხი" (ITN) ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის მიერ მართულ კოალიციას ხმების რაოდენობით უსწრებს.

ბულგარეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ხმების 100 % დათვლილია, სატელევიზიო გასართობი პროგრამის წამყვანი სლავი ტრიფონოვი ხმების 24.08 %-ით ლიდერობს, ყოფილი მმართველი კოალიცია კი 23.51 %-ით მეორე ადგილზეა.

საპარლამენტო არჩევნები 11 ივლისს გაიმართა. თუმცა პირველი კენჭისყრა აპრილში შედგა და პარტიებმა მთავრობის ფორმირება მას შემდეგ ვერ შეძლეს. 11 ივლისის არჩევნებზე ტრიფონოვის პარტიამ 92 ათასით მეტი ხმა აიღო, ვიდრე - სამი თვის წინ. ყოფილმა მმართველმა კოალიციამ კი თითქმის 200 000-ით ნაკლები - ვიდრე მანამდე. ბულგარეთის პარლამენტში 240 მანდატია. ამომრჩეველთა რაოდენობა 6.7 მილიონ ადამიანს აღწევს. ეუთოს განცხადებით, არჩევნები კონკურენტული იყო და ფუნდამენტური თავისუფლებები ძირითადად დაცული იყო.

პარლამენტში კიდევ 4 სხვა პარტია შევა. მათ შორის ბულგარეთის სოციალისტური პარტია ხმათა 13.39 %-ით და ლიბერალური, დასავლურად განწყობილი პარტია - "დემოკრატიული ბულგარეთი" - 12.64 %-ით. ტრიფონოვი კაბინეტის ფორმირებისას მემარჯვენე "დემოკრატიული ბულგარეთისა" და მემარცხენე "ადექი, გარეთ გადი" - ალიანსის მხარდაჭერით ვარაუდობდა, თუმცა ორივე პოტენციურმა პარტნიორმა მისი შეთავაზება უარყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG