ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორუფცია ფიფაში


კორუფცია ფიფაში

ფიფამ - მსოფლიოს ფეხბურთის მმართველმა ორგანომ უფლებამოსილება შეუჩერა ორ თანამდებობის პირს, რომელთაც ბრალი ედებათ კორუფციულ საქმიანობაში. ფიფას ეთიკურ საქმეთა კომიტეტის განცხადებით ყატარელ მოჰამედ ბინ ჰამამს და ტრინიდადელ ჯეკ უორნერს უფლებამოსილება შეჩერებული აქვთ. მათ უკვე წაუყენეს ბრალი ქრთამის შეთავაზებაში 40 ათასი დოლარის ოდენობით. კორუფციის მიზანი ფიფას პრეზიდენტის მოახლოებულ არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენა იყო. ორივე ეჭვმიტანილი აცხადებს, რომ უკანონო არაფერი ჩაუდენიათ. უფლებამოსილება ბინ ჰამიმს შაბათს შეუჩერეს, როდესაც მან უარი განაცხადა პრეზიდენტის თანამდებობაზე ეყარა კენჭი. ფიფას პრეზიდენტის არჩევნები ოთხშაბათს გაიმართება. ამჟამინდელ პრეზიდეტს შვეიცარიელ სეპ ბლატერს ამ კამპანიაში კონკურენტი აღარ ჰყავს.

XS
SM
MD
LG