ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სასამართლომ ინდიანის გუბერნატორის გადაწყვეტილება შეაჩერა


ამერიკის ფედერალურმა მოსამართლემ გუშინ განაცხადა, რომ ინდიანის შტატს სირიელი დევნილების დასახლების შეჩერება არ შეუძლია და გუბერნატორ მაიკ პენსის მიერ გაცემულ განკარგულებას დისკრიმინაციული უწოდა.

ნოემბერში პარიზში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების შემდეგ პენსის განკარგულებით შტატმა ინდიანაში მცხოვრები ლტოლვილების დასახმარებლად გამოყოფილი დაფინანსება შეაჩერა.

ტერორიზმის შიშით მსგავსი გადაწყვეტილება 10-ზე მეტმა შტატმა მიიღო.

შტატის გუბერნატორის გადაწყვეტილების წინააღმდეგ სასამართლო დავა ლტოლვილთა დამცველმა ორგანიზაციამ დაიწყო. ფედერალურმა სასამართლომ გუბერნატორის გადაწყვეტილება შეაჩერა.

XS
SM
MD
LG