ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფედერალური სადაზვერვო სააგენტოს ოპერაცია


Consumer credit cards
Consumer credit cards

დაკავებულია საკრედიტო ბარათების მაქინაციებში ჩართული კრიმინალური ჯგუფი

აშშ-ის ფედრალური სადაზვერვო სააგენტოს განცხადებით, მათი ძალისხმევით საკრედიტო ბარათების მაქინაციებში ჩართული მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი კრიმინალური ჯგუფი გამოვლინდა. სააგენტო აღნიშნავს, რომ ეს სადაზვერვო სამსახურის არსებობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ოპერაცია იყო, რომელიც ორი წელი გრძელდებოდა. ოპერაციაში 13 ქვეყნის საიდუმლო აგენტი მუშაობდა. შედეგად 400 ათასი საკრედიტო ბარათის მფლობელი გადაურჩა ბოროტმოქმედთა თაღლითურ მაქინაციებს. მოპარული ინფორმაციის გამოყენებით, კრიმინალური ჯგუფი დაახლოებით 205 მილიონი დოლარის მოპარვას ცდილობდა პირადი ანგარიშებიდან.

დაკავებულია 24 ეჭვმიტანილი, აქედან 11 აშშ-ში, დანარჩენი 13 კი ბრიტანეთში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ბულგარეთში, გერმანიაში, იტალიაში, იაპონიასა და ნორვეგიაში.
XS
SM
MD
LG