ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი, სააგენტოს ტრამპის კრიტიკისგან იცავს


ხუთშაბათს, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა ქრისტოფერ ვრეიმ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკვეთრი კრიტიკის საპასუხოდ,სააგენტოს დასაცავად ხმამაღალი განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ ბიუროს თანამშრომლებს, მთელი ქვეყნის სამართალდამცავი სააგენტოები „პატივს სცემენ და ემადლიერებიან“.

დირექტორის კომენტარი კონგრესის კომისიისთვის მიცემული ჩვენების დროს გაკეთდა და პასუხი გაეცა პრეზიდენტის მიერ კვირას, „ტვიტერით“ გავრცელებულ შეტყობინებას, რომელშიც ტრამპმა დაწერა, რომ ბიუროს ყოფილმა დირექტორმა კომიმ, ბიუროს რეპუტაცია „ძონძებად“ აქცია.

პრეზიდენტის შეტყობინებაში ეწერა: „კომის მმართველობის წლების შემდეგ, კლინტონის საქმის (და სხვა საქმეების) ყალბი და არაკეთილსინდისიერი გამოძიებით, ბიუროს რეპუტაცია ძონძებად იქცა, ისტორიაში ყველაზე უარესად! მაგრამ ნუ შეშინდებით, ჩვენ მას დიდებას დავუბრუნებთ“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG