ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში რუსი ოლიგარქის, პუტინის მოკავშირე ოლეგ დერიპასკას სახლი გაჩხრიკეს


რუსული ალუმინის მაგნატი, მილიარდერი ოლეგ დერიპასკა

ტელეკომპანიამ "ენ-ბი-სი" დღეს რუსი ოლიგარქის და ალუმინის მაგნატის, ოლეგ დერიპასკას ვაშინგტონის სახლთან, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტების სიმრავლე დააფიქსირა. სააგენტომ "როიტერს" დაუდასტურა, რომ ადგილზე, 30-ე ქუჩის ერთ-ერთ სახლში სასამართლოს მიერ ავტორიზებული კანონის შესაბამისი აქტივობა მიმდინარეობდა, თუმცა არ დააზუსტა, ჩხრეკა დერიპასკას სახლში იყო, თუ არა.

მოსკოვში დერიპასკას წარმომადგენელს კომენტარი აქამდე არ გაუკეთებია. "როიტერის" მიერ გავრცელებულ ვიდეოშიც ჩანს მისი სახლი, რომლის შესასვლელიც პოლიციის ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

53 წლის დერიპასკა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოკავშირე რუსი მილიარდერია, რომელიც ვაშინგტონს შავ სიაში ჰყავს შეყვანილი. ის სანქციებში 2018 წელს მოჰყვა, ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩარევის მცდელობის შემდეგ. დერიპასკამ სანქციები სასამართლოში გააპროტესტა, თუმცა - უშედეგოდ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG