ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახის ამომცნობი ტექნოლოგიების მომავალი


სახის ამომცნობი ტექნოლოგიების მომავალი
სახის ამომცნობი ტექნოლოგიების მომავალი

სოციალური ქსელებისა და კომპიუტერიზაციის ეპოქაში სულ უფრო ადვილი ხდება ადამინების სახის ამოცნობა როგორც მასაში ისე ინტერნეტ სივრცეში. პიცბურგში მდებარე კარნეგი მელონის ჰეინცის კოლეჯის პროფესორი ალესანდრო აქუისტი ადამინების პირადი ინფორმციის დაცვის საკითხებს შეისწავლის. მისი თქმით, სოციალური ქსელები ფეისბუქი და ლინკდინი შეიცავს უზარმაზარ მონაცემთა ბაზას პიროვნებების შესახებ, რაც გარკვეულწილად ამ ბაზაში არსებული ადმინების პირადი ინფორმაციის გავრცელების საშიშროებას ქმნის.

„ ისეთი ტექნოლოგების ერთობლიობა როგორებიცაა სახის ამოცნობა, სოციალური ქსელები და ყველა სტატისტიკური პირადი ინფორმაციის დაზუსტების ტექნიკა ქმნის ისეთ სამყაროს, სადაც ერთამნეთში აღრეულია როგორც ინტერნეტ ქსელების, ისე მის გარეთ არსებული მონაცემები. თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ანონიმური გამოსახულებით და მიხვიდეთ ამ პიროვნების ძალიან პირად ინფორმაციამდე.“

ამომცნობი სისტემების საშუალებით ხდება ცხვირის ზომისა და მისი განლაგების გაშიფრვა, თვალებს შორის მაძილის აზომვა და ყვრიმალის მოხაზულობის განსაზღვრა. სწორედ ამ კომპიტერული პროგრამებით ხდება ფოტოგამოსახულების შედარება მონაცემთა ბაზაში არსებულ გამოსახულებებთან.

ეს პროგრამები ძირითადად პოლიციის ან რაიმე უსაფრთხოების ოპერაციების დროს გამოიყენება. მაგრამ უკანასკნელ დროს სოციალურ ქსელებში მათი გამოყენება სულ უფრო აქტიურად ხდება. კვლევებისთვის კარნეგი მელონის გუნდმა გამოიყენა კომპიუტერული პროგრამა „პიცბურგის სახის ამომცნობი მოდელი“ ანუ შემოკლებით პიტ პეტი. კომპანია გუგლმა ის გასულ კვირას შეიძინა. ამ პროგრამის საშულებით შესაძლებელია სახის ამოცნობა ფოტოსურათსა თუ ვიდეო გამოსახულებაზე.

მკვლევარებმა სამი ექსპერიმენტი ჩაატარეს. თავიდან მათ შეაგროვეს ფოტოები ონლაინ გაცნობის გვერდებიდან. ამ ვებგვერდების მომხმარებლებმა საკუთარი ვინაობა დამალეს და საიტზე შეთხზული სახელებით იყვნენ გაწევრიანებული. მაგრამ ფოტოეების შედარებისას ფეისბუკმა ათიდან ერთი ამოიცნო.

მეორე ექსპერიმენტში მკვლევარებმა სურათები გადაუღეს სტუდენტებს და შედარებისას ფეისბუკმა სტუდენტთა ერთი მესამედი გამოაშკარავა.

ხოლო მესამე ექსპერიმენტი მდგომარეობდა მხოლოდ ამ ფოტოების საშუალებით ამ პიროვნებაზე მაქსიმალური პირადი ინფორმაციის მოძიება. შედეგად მათ მიიღეს მონაცემები არამარტო სახელებისა და გვარების, არამედ დაბადების თარიღების, ინტერესის სფეროების და ადგილსამყოფელის შესახებაც კი. პროფესორი აქუისტი აცხადებს რომ ეს ჯერ კიდევ დასაწყისია და ტექნოლოგიები სულ უფრო იხვეწება:

„სახის ამომცნობი პროგრამები სულ უფრო იხვეწება და სულ უფრო ნაკლები ცდომილება ხდება, ამასთან ადმიანები სულ უფრო მეტ სურათს ავრცელებენ ინტერნეტ ქსელებში. ჩვენ კვლევებით დავამტკიცეთ, რომ მომავალში მსგავსი პროგრამები მაშტაბურ ხასითს მიიღებს.“

ივნისში ფეისბუკმა სახის ამომცნობის სისტემა აამუშავა, რომლის გამოყენებითაც ხდება ფოტოსურათებში თითოეული ადმინის ამოცნობა და დასახელება. გერმანია ჯერ ჯერობით ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა, რომელმაც გასულ თვეს პროგრამა პირად ცხოვრებაში უკანონოდ შეჭრაში დაადანაშაულა.

XS
SM
MD
LG