საფრანგეთში სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის 2012 წლის საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებაში დამნაშავედ ცნეს.
პროკურორებმა განაცხადეს, რომ სარკოზიმ არჩევნების წინ, ფრანგული კანონმდებლობით ნებადართულზე ორჯერ მეტი თანხა დახარჯა. იმ არჩევნებში მისმა მეტოქე ფრანსუა ოლანდმა გაიმარჯვა.
სარკოზი ბრალს არ აღიარებს და მისი ადვოკატი კი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, საფრანგეთის ექსპრეზიდენტს სასჯელის მოხდა მას საკუთარ სახლში, ელექტრონული სამაჯურით შეეძლება.
მარტში სარკოზი სხვა პროცესზე კორუფციაში დამნაშავედ ცნეს და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამ ვადიდან ორი წელი მას გადაუდეს. ყოფილმა პრეზიდენტმა ის განაჩენი გაასაჩივრა
Facebook Forum