ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპის უსაფრთხოების სამსახურები 9 რადიკალ ისლამისტს ეძებენ


ევროპის უსაფრთხოების სამსახურები 9 ექსტრემისტს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ისინი გასულ თვეს საბერძნეთიდან იტალიაში გაემგზავრნენ და მნიშვნელოვან თავდასხმებს გეგმავენ. ამავე ცნობებით, მათგან 6 წარმოშობით მაროკოელი, ორი სირიელი და ერთიც ერაყელიa.

საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურების ცნობით, ამ ჯგუფის წევრებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძოდნენ და იმყოფებოდნენ სირიაში, მათ საწვრთნელ ბანაკებში, სადაც სხვადასხვა ტიპის თავდასხმების მოსაწყობად საჭირო მეთოდები შეისწავლეს.

საფრანგეთის ძალოვანი უწყებების განცხადებით, ამ ჯგუფს ქვეყნისთვის სერიოზული საფრთხის და დიდი ტერორისტული თავდასხმების მოწყობა შეუძლია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG