ევროპარლამენტმა, სამშაბათს, მხარი დაუჭირა ესპანეთის კატალონიის რეგიონის ყოფილი ხელმძღვანელისა და კიდევ ორი სეპარატისტისთვის იმუნიტეტის მოხსნას. ეს, მათი ესპანეთში ექსტრადირების რისკებს ზრდის, სადაც მათ ამბოხების ბრალდებით გაასამართლებენ.
კარლეს პუიგდემონტს და მინისტრთა კაბინეტის ყოფილ წევრებს ტონი კომინსა და კლარა პონსატს ევროპარლამენტში ადგილების მოპოვების შემდეგ იმუნიტეტი ჰქონდათ. ახლა ისინი სამშაბათის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.
ესპანეთის მთავრობა მიესალმა ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ შიდა პოლიტიკური საკითხები ქვეყნის შიგნით უნდა გადაწყდეს.
პუიგდემონტი და სხვა სეპარატისტები ქვეყნიდან კატალონიის რეგიონის 2017 წლის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შემდეგ გაიქცნენ. პუიგდემონტი და კომინი, ბელგიაში, თვითგამოცხადებულ დევნილობაში იმყოფებოდნენ, პონსატი კი შოტლანდიაში.
2017 წელს რეფერუნდუმი შედგა, თუმცა ესპანეთის მთავრობამ ის არაკანონიერად გამოაცხადა. კატალონიის რეგიონში, პოლიციასა და მოსახლეობას შეტაკების შედეგად კი ასობით ადამიანი დაშავდა.
Facebook Forum