ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული პანკ-ჯგუფის ორი წევრი ბრძოლას განაგრძობს


ჯგუფის ორი წევრი უცხოელ ფემინისტებთან ერთად ახალი ქმედებებისთვის ემზადება

"ფუსი რაიოთის" წევრების განცხადებით, რუსული სამართალმდაცავების მიერ ძებნილმა ორმა წევრმა, სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, რუსეთი დატოვა.

კვირას, ფემინისტური ჯგუფის წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჯგუფის ორი წევრი უცხოელ ფემინისტებთან ერთად ახალი ქმედებებისთვის ემზადება.

აგვისტოში "ფუსი რაიოთის" სამ წევრს ხულიგნობის ბრალდებით, ორი წლით პატიმრობა შეეფარდა. ჯგუფმა თებერვალში მოსკოვის მთავარ ტაძარში პრეზიდენტ პუტინსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობას დასცინა.



XS
SM
MD
LG