ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მერკელი ევროპას ნდობის აღდგენას თხოვს


საბერძნეთში მთავობის მოხელეების, მასწავლებლების, იურისტებისა და სხვა პროფესიების წარმომადგენელთა პროფკავშირები მასობრივი გაფიცვისკენ მოუწოდებენ

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ევროზონის ქვეყნები ხშირად ვერ ასრულებენ დაპირებებს და ეკონომიკურ რეფორმებს წყვეტენ, რაც კითხვებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდება ამ ქვეყნების მიერ აღებული ვალის დაფარვა.

გერმანიის კანცლერმა ბერლინში მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროპა უნდა დაფიქრდეს, თუ როგორ დაიბრუნოს მსოფლიო საზოგადოების ნდობა.

„არსებობს ნდობის ნაკლებობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გადაიხდიან ევროზონის ქვეყნები გრძელვადიან პერიოდში აღებულ ვალს. მსოფლიო ეჭვქვეშ აყენებს ევროპის სახელმწიფოთა კონკურენტუნარიანობასაც. ჩვენ საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვა თუ როგორ უნდა დავიბრუნოთ ეს ნდობა.”

ამ ფონზე, ცნობილი ხდება, რომ ხვალ საბერძნეთში მთავობის მოხელეების, მასწავლებლების, იურისტებისა და სხვა პროფესიების წარმომადგენელთა პროფკავშირები მასობრივი გაფიცვისკენ მოუწოდებენ რომელიც მთავრობის მკაცრი საბიუჯეტო პოლიტიკის წინააღმდეგ იქნება მიმართული.
XS
SM
MD
LG