ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კეთრინ ეშტონის ვიზიტი საქართველოში


ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი, კეტრინ ეშტონი

კეთრინ ეშტონი: „ქვეყანაში არ უნდა იყოს შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური ანგარიშსწორება ოპონენტების წინააღმდეგ"

საქართველოში იმყოფება ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი. ის 26 ნოემბერს საქართველოში ჩამოვიდა, სადაც რამდენიმე საათით დარჩა და შუა აზიაში გამგზავრებამდე პრეზიდენტ სააკაშვილს და პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

„ქვეყანაში არ უნდა იყოს შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური ანგარიშსწორება ოპონენტების წინააღმდეგ," - ამის შესახებ ქეთრინ ეშტონმა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, წარსულში ჩადენილი დარღვევების გამოძიება გამჭვირვალედ და მიუკერძოებელად უნდა წარიმართოს.

ქეთრინ ეშტონმა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შესახებ განაცხადა, რომ ეს იყო ისტორიული მოვლენა და ის მოხარულია, რომ არჩევნების შემდეგ მოკლე დროში ჩამოვიდა საქართველოში. ეშტონის თქმით, საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ პირველად მოხდა ხელისუფლების დემოკრატიული გზით გადაცემა.

„ჩამოვედი იმისთვის, რომ მიმელოცა საქართველოს პრეზიდენტისთვის და პრემიერ მინისტრისთვის. ეს შესანიშნავი მიღწევაა," - განაცხადა ქეთრინ ეშტონმა.

მისივე განცხადებით, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რომ იყოს დაცული დემოკრატია, კანონის უზენაესობა და თავისუფლება.

ქეთრინ ეშტონი საქართველოში რამდენიმე საათიანი ვიზიტით იმყოფებოდა. მან შეხვედრები გამართა პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. ორივე შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე ესწრებოდა.

კომენტარების ნახვა (2)

XS
SM
MD
LG