ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთში გამოძიება დაიწყო


ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი ფილიპ ჰამონდი ამ საქმის დეტალებს არ ახმაურებს

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამეფო ძალების ხუთი საზღვაო ქვეითი ჯარისკაცი 2011 წელს ავღანელი პარტიზანის მკვლელობის გამო პასუხისგებაში მისცეს.

ამ საქმესთან დაკავშირებით ცხრა ბრიტანელი სამხედრო დააპატიმრეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბრიტანელ სამხედროებს დატყვევებული ადამინის მკვლელობი გამო ასამართლებენ.

ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი ფილიპ ჰამონდი ამ საქმის დეტალებს არ ახმაურებს. თუმცა ცნობილია, რომ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციას ერთ-ერთი ეჭვმიტანილის მიერ გადაღებული ვიდეოკადრები ჩაუვარდა ხელში.
XS
SM
MD
LG