ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის დადებითი კომპრომისი


ახალი შეთანხმება შეძლებს ევროპელი გადასახადის გადამხდელების და ბანკების მეანაბრეები დაიცვას

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:47 0:00
ბმული
ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებმა გუშინ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც შეიქმნება 17 წევრიანი ევრო ზონის ერთიანი ორგანო საბანკო საქმიანობის მოსაწესრიგებლად და ცუდ მდგომარეობაში მყოფი ბანკების გადასარჩენად.

შეთანხმება ასევე გულისხმობს ამ ხარჯების დასაფარად 75 მილიარდი დოლარის ოდენობის ფონდის შექმნას, რაც მხოლოდ ბანკების მონაწილეობით მოხდება და ევროპელ გადასახადის გადამხდელებს არ მოუწევთ ამ ხარჯებზე პასუხისმგებლობის აღება. ევროკავშირის იმ წევრებს, რომლებიც ევროზონაში არ არიან გაერთიანებულნი, შესაძლებლობა ექნებათ შეუერთდნენ ამ მექანიზმს, რომლის ამოქმედებაც 2015 წლისთვისაა მოსალოდნელი.

ევროპელი ლიდერები 2013 წელს ბოლო შეხვედრას ატარებენ უმაღლეს დონეზე და იმედოვნებენ, რომ ეს შეთანხმება განამტკიცებს ევროპული ფინანსური სისტემისადმი ნდობას, რასაც ევროზონის კრიზისმა ზიანი მიაყენა. ცუდ მდგომარეობაში აღმოჩენილმა ბანკებმა აიძულეს ისეთი მყიფე ეკონომიკები, როგორიცაა ირლანდია და საბერძნეთი, აეღოთ ძვირადღირებული დახმარება.

ბრიუსელში, ლიდერების შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, ევროკავშირის კომისარი ფინანსური რეგულაციების დარგში მიჩელ ბარნიე მიესალმა ამ შეთანხმებას, როგორც უპრეცედენტო მოვლენას.

„ჩვენ ევროპის ფინანსურ სექტორში შემოგვაქვს რევოლუციური ცვლილება, ასე რომ ბანკების მიერ შეცდომის დაშვების და კრიზისის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელებს აღარ მოუწევთ ამ ხარჯებზე პასუხისმგებლობის აღება, ამით მთავრდება მასიური ფინანსური დახმარებების ეპოქა.“

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა პიერ მოსკოვიცმა საფრანგეთის რადიოს უთხრა, რომ შეთანხმება შეძლებს ევროპელი გადასახადის გადამხდელების და ბანკების მეანაბრეების დაცვას.

მოსკოვიცმა თქვა, რომ ეს შეთანხმება ბევრისთვის შესაძლოა ზედმეტად ტექნიკურად გამოიყურება, მაგრამ ევროპის მოქალაქეებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. მან ამას უწოდა დიდი პოლიტიკური პროექტი რომელიც ევროკავშირის მონეტარული კავშირის საბოლოო შტრიხია.

თუმცა შეთანხმებამ გამოიწვია კრიტიკა იმის გამო, რომ ის დიდი და მოუქნელია და ამავე დროს უფრო ამბიციური არ არის. ევროპის ცენტრალური ბანკის ვიცე პრეზიდენტმა ვიტორ კონსტანციომ გამოთქვა შიში, რომ ბაზრებისთვის ის შეიძლებაზედმეტად რთული აღმოჩნდეს. კრიტიკოსები ასევე ამბობენ, რომ 75 მილიარდი დოლარის ოდენობის ფონდი საკმარისი არ იქნება, მაგრამ რაც შეეხება გერმანიას, ის გაემიჯნა ისეთ მოსაზრებას, რომ გადასახადის გადამხდელთა ფულით მომხდარიყო ამ ფონდის გაძლიერება.

კომისარმა ბარნიემ აღიარა, რომ შეთანხმებამ კომპრომისის დაშვება გამოიწვია.

მაგრამ ბარნიემ ამას დადებითი კომპრომისი უწოდა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ასახოს ევროკავშირის ყველა წევრის შეხედულება.

ბლოკის ეკონომიკურმა პრობლემებმა ევროკავშირის ბევრი ლიდერი აიძულა მიემართა მომჭირნეობის წესებისთვის. მათ კიდევ ერთხელ შეახსენეს თუ რამდენად არაპოპულარულია ხარჯვითი ნაწილის შეკვეცები, როცა ასობით დემონსტრანტმა სამიტის დაწყებამდე ბრიუსელში მოძრაობა ჩახერგა.
XS
SM
MD
LG