ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროზონა კრიზისიდან გამოდის


ევროპაში ეკონომიკური ზრდის ტენდეციის მიუხედავად უმუშევრობის მაჩვენებელი მაინც მაღალია

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:03:26 0:00
ბმული

ევროზონის 18-თვიანი რეცესია საბოლოოდ დასასრულს უახლოვდება. თუმცა ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეკონომიკის ზრდა არაერთგვაროვანია და უმუშევრობის პრობლემა ჯერ კიდევ შორს არის გაუმჯობესებისგან. სელა ჰენესი ამერიკის ხმისთვის ლონდონიდან მოგვითხრობს.

ევროპის ეკონომიკურად ყველაზე ძლიერმა ქვეყანამ გერმანიამ, ეკონომიკის შვიდიდან მეათედ პროცენტამდე ზრდას მიაღწია. ხოლო საფრანგეთში, რომელსაც ეკონომიკის სიძლიერის კუთხით მეორე ადგილი უკავია, პროგნოზირებულ მაჩვენებელთან შედარებით, გაორმაგებული მაჩვენებელი დაფიქსირდა, ეკონომიკურმა ზრდამ ნახევარი პროცენტი შეადგინა.


ჯონათან ლოენსი ეკონომიკური კვლევის საკონსულტაციო ფირმის, „კეპიტალ ეკონომიკის“ მთავარი ევროპელი ეკონომისტია. ის ამბობს, რომ ევროპელი მომხმარებლები როგორც ჩანს ფულის ხარჯვას იწყებენ, რაც მოთხოვნილებას ზრდის ეს კი ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს.


ჯონათან ლოენსი: სახეზეა ეკონომიკური ზრდის მყარი ტენდენცია. ოდნავ გაუმჯობესებულია სიტუაცია ექსპორტში. ძირითადად გერმანელი მომხმარებლები, რომლებიც ტრადიციულად მომჭირნე არიან, ახლა უფრო ნდობით არიან განწყობილი და ფულის ხარჯვაც დაიწყეს. შესაძლოა ეს კომპანიებს სიმხნევეს მატებს რომ ცოტათი მეტი თანხის ინვესტირება განახორციელონ.


თუმცა ის ამბობს, რომ ეკონომიკური გაჯანსაღება ევროზონას მთლიანად არ მოიცავს. სიტუაცია ბევრად უკეთ გამოიყურება წამყვან ქვეყნებში, ვიდრე პერიფერიებში.


პორტუგალიას, რომელმაც მეზობელი ქვეყნების კრიზისიდან გამოყვანა მოახერხა, ეკონომიკური ზრდის ერთიდან მეათედი პროცენტის მაჩვენებელი აქვს. თუმცა ევროპის სხვა სამხრეთულ ქვეყნებში განსხვავებული მდგომარეობაა. ესპანეთის ეკონომიკა ერთი მეათედი პროცენტით შემცირდა, ხოლო იტალიის ორი მეათედით.


ლოენსი ამბობს, რომ ის მოელის რომ ეკონომიკური ზრდა მთლიანობაში ისევ გაგრძელდება.


ჯონათან ლოენსი: მოსალოდნელია რომ გაჯანსაღების პროცესი გაგრძელდეს ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლებით გამორჩეულ ქვეყნებში, სადაც ამჟამად განსხვავებული მონაცემები ფიქსირდება, თუმცა საკმაოდ კარგად ართმევენ თავს კრიზისიდან გამოსვლას. გაცილებით სუსტად გამოიყურება ეკონომიკური მაჩვენებლები პერიფერიულ ზონებში, იქ რა თქმა უნდა უფრო მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდა, რომ არსებული დავალიანების პრობლემები მოაგვარონ. სწორედ ამის გამო, თუნდაც ეკონომიკური ზრდის ერთიდან მესამედი პროცენტით გაზრდა მაინც არ ნიშნავს იმას, რომ კრიზისი დასასრულს უახლოვდება.


მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში ნათლად ჩანს, რომ ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესი დაწყებულია, ევროზონის ქვეყნებში უმუშევრობის მაჩვენებელი მაინც მაღალია.


ზოგიერთ ქვეყანაში, მოსახლეობის დაახლოებით ერთი მეოთხედი როცა უმუშევარია, იტალიაში იგივე პრობლემა ახალგაზრდების 40% აქვს.


ლონდონის სამეფო კოლეჯის ევროპული და საერთაშორისო განყოფილების წარმომადგენელი რამონ პაჩეკო პარდო ამბობს, რომ ეკონომიკის ნელ გაჯანსაღებას უმუშევრობის პრობლემის მხოლოდ ნაწილობრივ მოგვარება შეუძლია.


რამონ პაჩეკო პარდო: როგორც ჩანს დიდ დროს წაიღებს ახალი სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნა, უფრო მეტი ეკონომიკური უსაფრთხოებაა ამისათვის საჭირო. თუნდაც მაკრო-ეკონომიკური დონის ყველაზე ცუდი პერიოდი დასრულებულად მივიჩნიოთ, ყოველ შემთხვევაში ამ დროისთვის მაინც, მიკრო მაჩვენებელი უმუშევართა რაოდენობის გათვალისწინებით, იმის თქმის უფლებას გვაძლევს, რომ ეკონიმიკური პროცესები მთლიანობაში გაუმჯობესებულად მაინც არ ჩაითვლოს.


ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ევროზონას ერთნახევარი პროცენტით გაუმჯობესება სჭირდება იმისათვის, რომ უმუშევრობის პრობლემა მოიხსნას.
XS
SM
MD
LG