ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროზონა ესპანეთის დასახმარებლად


ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა ესპანეთს საბიუჯეტო დეფიციტის მდგომარეობიდან გამოსასვლელი გზები შესთავაზეს. ევროზონის მინისტერიალი ბრიუსელში გაიმართა. ისინი შეთახმდნენ, რომ ესპანეთი დეფიციტს 5.3 პროცენტამდე შეამცირებს და ამით მთლიან შიდა პროდუქტს 4,4 პროცენტს მიუახლოვდება. ესპანეთის საბიუჯეტო დეფიციტი 8,5 პროცენტს შეადგენს. ამასთანავე ესპანეთი ევროკავშირის ქვეყნებში უმუშევრობის ყველაზ მაღალი დონით გამოირჩევა. ესპანეთის მთავრობამ საბიუჯეტო დანახარჯების მკვეთრი შემცირება დაიწყო.

XS
SM
MD
LG