ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოს ცენტრალური ბანკების კოორდინირებული ნაბიჯი


მსოფლიოს ცენტრალური ბანკების კოორდინირებული ნაბიჯი

მსოფლიოს ცენტრალური ბანკები გლობალური ფინანსური სისტემის ხელშეწყობისთვის ერთმანეთში კოორდინირებულ ნაბიჯს დგამენ. აქცია მიზნად ახალი რეცესიის თავიდან აცილებას და წამყვან ქვეყნებში ეკონომიკური აქტიურობის გაზრდას ისახავს.

ამერიკის ცენტრალური ბანკი, ევროპის, ინგლისის, იაპონიის, კანადის და შვეიცარიის ბანკები აცხადებენ, რომ მომავალი ორშაბათიდან ისინი ამერიკული დოლარის ღირებულებას ნახევარი პროცენტით შეამცირებენ და ზოგადად ნებისმიერი ვალუტის ხელმისაწვდომობას გააადვილებენ. ეს ყოველივე რიგითი ოჯახების და ბიზნესებისთვის კრედიტის ხელმისაწვდომობას გაზრდის და შესაბამისად გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღებაზეც დადებითად იმოქმედებს. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ცენტრალური ბანკების ერთობლივი აქცია მსოფლიოს ბირჟებსაც დაასტაბილურებს.

XS
SM
MD
LG