ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი საბერძნეთში დროებითი მთავრობის შექმნას ელის


ევროკავშირი საბერძნეთში დროებითი მთავრობის შექმნას ელის
ევროკავშირი საბერძნეთში დროებითი მთავრობის შექმნას ელის

საბერძნეთის პოლიტიკური პარტიების ლიდერები განაგრძობენ მოლაპარაკებებს დროებითი მთავრობის ფორმირების საკითხზე. ევროპის ფინანსთა მინისტრები კი ბერძენი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებას ელიან, ვიდრე საბერძნეთისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების პაკეტის განხორცილებას დაიწყებენ. გუშინ ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბნენ და საბერძნეთის ეკონომიკის დასახმარებლად 11 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. თუმცა, მინისტრებმა ასევე გადაწყვიტეს რომ დაელოდებოდნენ ხელისუფლების და ოპოზიციის ლიდერების გადაწყვეტილებას დროებითი მთავრობის შექმნის შესახებ. როგორც ცნობილი გახდა, გუშინდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საბერძნეთის ახალ დროებით მთავრობას გეორგიუ პაპანდრეუ აღარ უხელმძღვანელებს.

პარალელურად, საბიუჯეტო კრიზისი გამწვავდა იტალიაში, რომელიც გერმანიის და საფრანგეთის შემდეგ მესამე მსხვილი ეკონომიკაა. იტალიის დავალიანებამ უკვე 17 პროცენტს მიაღწია, რითაც ის საბერძნეთის, ირლანდიის და პორტუგალიის დონეს უახლოვდება. ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის გადადგომას ითხოვს.

XS
SM
MD
LG