ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთს 172 მილიარდ დოლარს გამოუყოფენ


ევროზონაში შემავალი 17 სახელმწიფოს ფინანსთა მინისტრები საბერძნეთისთვის 172 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ.

ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საბერძნეთმა მოაგვარა კერძო ინვესტორებთან არსებული პრობლემები 142 მილიარდი დოლარის სესხთან დაკავშირებით.

ფინანსთა მინისტრები შეშფოთებულნი არიან ევროზონაში სიდიდით მეოთხე, ესპანეთის ეკონომიკის მდგომარეობით, რომლის ბიუჯეტის დეფიციტი წელს 5,8%-ს მიაღწევს.

ასევე მძიმე მდგომარეობაშია იტალიის ეკონომიკა, რომელიც მესამეა ევროზონის ქვეყნებში.

XS
SM
MD
LG