ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპის ლიდერები ახალ ეკონომიკურ სტრატეგიაზე მსჯელობენ


ევროპის ლიდერები ახალ ეკონომიკურ სტრატეგიაზე მსჯელობენ
ევროპის ლიდერები ახალ ეკონომიკურ სტრატეგიაზე მსჯელობენ

ევროპის ლიდერები ახალ ეკონომიკურ სტრატეგიაზე მსჯელობენ, რომლის მიხედვითაც მთავრობების დანახარჯების შეკვეცას, უცხოელი ინვესტორების დამშვიდებას და რეგიონალური ვალების კრიზისის გამოსწორებას ვარაუდობენ.

დღეს, ბრიუსელში დაწყებული სამიტის მთავარი განსახილველი საკითხი, ესპანეთის ეკონომიკური მდგომარეობა, ქვეყანაში უმუშევრობა და ის მზარდი ვალებია, რომელთა წინაშეც ესპანეთი აღმოჩნდა.

იმისათვის, რომ ბაზრის შფოთვები შეამსუბუქოს, ესპანეთი დათანხმდა საკუთარი ბანკების ეგრეთ წოდებული “სტრესული ტესტის” საჯარო გამოქვეყნებას, რომელმაც უნდა აჩვენოს, შეძლებს თუ არა ქვეყანა გაუარესებულ ეკონომიკასთან გამკლავებას. გერმანია იგივეს გაკეთებას დათანხმდა.

ევროკავშირის ლიდერები ესპანეთისთვის სარისკო პაკეტის მომზადებას არ გეგმავენ, თუმცა მათ გასცეს 145 მილირდი დოლარი გერმანიის ვალების დასაფარად.

XS
SM
MD
LG