ევროკავშირმა ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე სამ ნავთობკომპანიასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. არსებობს ეჭვი, რომ ნავთობის და ბიოლოგიური საწვავის ფასებით მანიპულირება ხდებოდა.
საუბარია მსხვილ ნავთობკომპანიებზე: ბრითიშ პეტროლიუმი, როიალ დაჩ შელი და სტატოილი. ევროკავშირის ოფიციალურ პირებს კითხვები აქვთ კომპანია პლაცთანაც, რომელიც საწვავის საბაზრო ფასებზე ინფორმაციას აგროვებს. ევროკომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ შესაძლოა ეს კომპანიები ერთმანეთში ფალსიფიცირებული ფასების გადაცემის თაობაზე მოლაპარაკებული იყვნენ. თუმცა, ამ ეტაპზე მათ დანაშაულზე საუბარი არ არის და დასკვნების გამოტანა ნაადრევია. თავად კომპანიები აცხადებენ, რომ ისინი გამოძიებასთან ითანამშრომლებენ.