ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის გადაწყვეტილება


ჰეზბოლა ტერორისტულ დაჯგუფებათა სიაში შეიტანეს

ევროკავშირის მთავრობებმა გადაწყვიტეს ლიბანური დაჯგუფება ჰეზბოლას შეიარაღებული ფრთა ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიტანონ. ეს ევროპის მიერ ჰეზბოლას მიმართ პოლიტიკის რადიკალური შეცვლაა.

28 წევრიანი კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.

ბრიტანეთი და ნიდერლანდები უკვე რამდენიმე ხანია ცდილობდნენ ევროკავშირზე ზეწოლა განახორციელონ და ბლოკს ჰეზბოლას შეიარაღებული ფრთა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებინონ. მათი მტკიცებით, ჰეზბოლა მონაწილეობდა გასულ წელს ბულგარეთში ავტობუსის აფეთქების ინციდენტში, რომელსაც ისრაელის ხუთი მოქალაქისა და ერთი ბულგარელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აქამდე ევროკავშირი ამერიკისა და ისრაელის ზეწოლას იგერიებდა და ჰეზბოლას ტერორისტულ ორგანიზაციად არ ცნობდა.
XS
SM
MD
LG