ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპული ვალუტის ბედი


ევროპული ვალუტის ბედი
ევროპული ვალუტის ბედი

საფრანგეთის და გერმანიის ლიდერები 2011 წელს ევროს გამყარებაზე იწყებენ ზრუნვას. ევროპულმა ვალუტამ რყევები 2010 წელს განიცადა, მას შემდეგ რაც ევროპაში რამდენი ქვეყნის ეკონომიკის პარალიზება დაიწყო. ამ თემით „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯენიფერ გლასი დაინტერესდა.

ერთიანი ევროპული ვალუტის საკითხი გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თავის საახალწლო მიმართვაშიც ახსენა.

„მისი თქმით, ერთიანი ევროპა მშვიდობის და თავისუფლების გარანტიაა. ევრო კი კეთილდღეობის საფუძველია. და გერმანიას სჭირდება ევროპა და ერთიანი ვალუტა“

მერკელის სულისკვეთება საფრანგეთის პრეზიდენტმაც გაიზიარა. მისი თქმით, ევრო ერთიანი ევროპის მყარი ვალუტა უნდა იყოს. თუმცა გასულ წელს ევროს სიძლიერე ეჭვის ქვეშ დადგა. ევროპის ქვეყნებში ასიათასობით მოქალაქემ გააპროტესტა მთავრობების მიერ განხორციელებული მკაცრი ფინანსური ზომები, რომელიც ევროს გამაგრებისკენ იყო მიმართული.

მას შემდეგ რაც ევროკავშორმა და სავალუტო ფონდმა საბერძნეთის დახმარებისთვის 146 მილიარდიანი ფონდი გამოყვეს, მთავრობამ სოციალური დანახარჯების შეამცირა. შედეგად ათენის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა და ნამდვილი ბრძოლები გაიმართა. მძლავრი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო პარიზსა და ბრიუსელშიც.

ლონდონში გამომავალი გაზეთის „ინდეპენდენტის“ მიმომხილველი ამიშ მაკრეი ამბობს, რომ საბერძნეთს და ირლანდიას ფინანუსრი დახმარება ჰაერივით სჭირდება. მისი თქმით „ეს სასწრაფო პრობლემაა, რომელიც ევრო ზონის სუსტი ქვეყნების სუვერენულ ვალს უკავშირდება. ეს ქვეყნებია, ესპანეთი, პორტუგალია, იტალია და უკვე შესაძლებელია, რომ ბელგიაც.“

დეკემბერში ევროკავშირის სამიტის მთავარი ყურადღება ევროზონის სუსტი ქვეყნებისკენ იყო მიმართული. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ შეცვლიდნენ იმ შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირში ეროვნული ვალის პრობლემის მოგვარებას შეეხება. თუმცა ამის განხორციელებას დაახლოებით 3 წელიწადი დასჭირდება.

ბაზრის ანალიტიკოსი მაიკლ ივსანი ამბობს რომ სამიტზე გადაწყვეტილებას ვერ მიაგნეს:

„მოკლე ვადიან პერსპექტივაში რეალური ნაბიჯი არაფერი გადადგმულა ამ პრობლემის გადასაჭრელად,“ - აცხადებს ივსანი.

მართალია ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი არ არის, თუმცა ეკონომიკურმა კრიზისმა და შესაბამისად ხარჯების შეკვეცამ პროტესტი იქაც გამოიწვია. ოღონდ ლონდონში ძირითადად სტუდენტები გამოვიდნენ. ევროკავშირის და ბრიტანეთის მოქალაქეები საპროტესტო აქციებით 2010 წელსაც იმუქრებიან. ამიშ მაკრეი ამბობს, რომ ევროპის მთავრობებს დიდი ყურადღება და სიფრთხილე მართებთ.

„საინტერესოა თუ არ დონეზე იქნება გამოყენებული პოლიტიკური ძალაუფლება ეკონომიკური ერთობის შესანარჩუნებლად და რა დონეზე იქნება გამოყენებული ეკონომური ერთობა პოლიტიკური ერთობის გასაძლიერებლად,“- ამბობს ამიშ მაკრეი.

ინვესტორები ფრთხილად აკვირდებიან თუ რა ეკონომიკურ ზომებს მიიღებენ ევროპის ლიდერები წელს. ერთერთი ვარიანტია ევრობონდების გამოშვება , რაც რისკის კიდევ უფრო განავრცობს და ამ ნაბიჯს საფრნაგეთი და გერმანანია ეწინააღმდეგებიან.

გერმანიის მოქალაქეები გაერთიანებისთვის გაღებულ ძვირ საფასურს კიდევ იხდიან და ამჯერად ევროკავშირის სუსტი ქვეყნების შენახვი ხარჯებიც აშფოთებთ,

გერმანიას რომელიც ევროპის უძლიერესი ეკონომიკა, და ევროპის ცენტრალური ბანკის სამშობლოა, როგორც ჩანს ევროს მომავალის საქმეში გადამწყვეტი ხმა ექნება.



XS
SM
MD
LG