პოლონეთსა და უკრაინაში ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში დასასრულს უახლოვდება. ერთი ქვეყნიდან მეორემდე დაახლოებით 20 საათის მანძილია. ამდენად, გულშემატკივრები ერთი ქალაქიდან მეორეში თავიანთ გუნდებს ადვილად დაყვებიან. საფეხბურთო ჩემპიონატის შესახებ დეტალებს პოლონეთ-უკრაინის საზღვრიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი, ჰენრი რიჯველი არკვევდა.
ჩემპიონატის მანძილზე საზღვრის გადაკვეთა პოლონეთსა და უკრაინას შორის დაახლოებით 1 მილიონ გულშემატკივარს უწევს. ამდენად, ორივე ქვეყნის მესაზღვრეებს ერთმანეთთან უპრეცედენტოდ მჭიდრო თანამშრომლობა უხდებათ.
უკრაინელი მესაზღვრეები პასპორტებს პოლონეთის ტერიტორიაზე ამოწმებენ. გულშემატკივრებისთვის ცალკე რიგებია მოწყობილი, რაც ვითარებას არეგულირებს. მესაზღვრეებს ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტო „ფრონტექსიც“ ეხმარება.
„საზღვრამდე 2-3 კილომეტრით ადრე ხალხს სპეციალური რიგების შესახებ ვაწვდით ინფორმაციას, რათა შეფერხებები მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან,“ - ამბობს „ფრონტექსის“ კოორდინატორი რენე ჰუგენი.
საზღვარზე კონტრაბანდა უკრაინასა და რუსეთში სერიოზული ბიზნესის წყაროა. ევროკავშირის შეფასებით, ყოველ წელს კონტრაბანდული თამბაქოს ბრუნვა 12.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.
კონტრაბანდისტები საქონელს ხშირად მატარებლებში მალავენ. პოლონეთში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფებები კი კონტრაბანდულ საქონელს დასავლეთ ევროპაში ანაწილებენ, სადაც ათჯერ მეტ ფასად იყიდება.
კაპიტანი მარიუშ კორზინსკი პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ერთ-ერთ დანაყოფს ხელმძღვანელობს.
„ზოგჯერ ვაგონების ქვეშ დამალულ მობილურ ტელეფონებსაც ვპოულობთ. კონტრაბანდისტებს იმავე ვაგონებით სიგარეტიც გადააქვთ,“ - ამბობს კაპიტანი.
კონტრაბანდისტები და არალეგალური იმიგრანტები ხშირად იყენებენ ჩრდილოეთში მდებარე მდინარე ბუგს, რომელიც ორ ქვეყანას ერთმანეთისგან ჰყოფს. ზაფხულში მდინარის გადალახვა ფეხითაც შეიძლება. თუმცა, წლევანდელ საფეხბურთო ჩემპიონატს ძლიერი წვიმები დაერთო თან და მდინარის დონემ მოიმატა და კონტრაბანდისტებს ნავების გამოყენება დასჭირდათ.
მდინარიდან სამხრეთით კი საზღვრის გადალახვა მთების გავლით შეიძლება. ოღონდ აქ უკვე ცხენებია საჭირო.
უკრაინული სასაზღვრო დანაყოფის პოლკოვნიკი ივანოვიჩი ამბობს, რომ სასაზღვრო სამსახური ისეთი წესების დანერგვას ცდილობს, რაც მგზავრებს საზღვრის გადალახვას გაუადვილებს. თუმცა, ეს არ შეეხება იარაღის, ნარკოტიკების და სიგარეტის კონტრაბანდას.
ევროპის რამდენიმე ლიდერმა უკრაინაში ჩასვლაზე უარი განაცხადა. მიზეზი ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ოპოზიციის ლიდერის იულია ტიმოშენკოს პატიმრობაა.ამ ფაქტმა ევროპის ჩემპიონატს ერთგვარი ჩრდილი მიაყენა და უკრაინულ-ევროპული თანამშრომლობა შეაფერხა.
ზოგჯერ ვაგონების ქვეშ დამალულ მობილურ ტელეფონებსაც ვპოულობთ. კონტრაბანდისტებს იმავე ვაგონებით სიგარეტიც გადააქვთ...მარიუშ კორზინსკი