ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი უკრაინას კვლავ მოუწოდებს


კიევში და უკრაინის სხვა დიდ ქალაქებში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება

ევროკავშირის ლიდერები ბრუსელში მორიგ შეხვედრაზე იმყოფებიან. რუსეთთან კავშირების განმტკიცების მცდელობის მიუხედავად, ისინი კვლავ მოუწოდებენ უკრაინის ხელისუფლებას, ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას, რომელიც ევროკავშირთან მეტ ინტეგრაციას ითვალისწინებს. „ევროპა ღიაა უკრაინელი ხალხისთვის, მაგრამ აუცილებელი არ არის - მისი მთავრობისთვისაც იყოს“ - განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ, რომელსაც ამჟამად როტაციის მიხედვით, ევროკავშირის პრეზიდენტის პოსტიც უკავია.

კიევში და უკრაინის სხვა დიდ ქალაქებში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება. ქვეყნის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დასავლეთს დემონსტრაციების მხარდაჭერისთვის მკაცრად აკრიტიკებს. მან მოსკოვის წინამძღოლობით შექმნილ ეკონომიკურ კავშირში ნაწილობრივი გაწევრიანების გეგმა გამოაცხადა. ეს სვლა სავარაუდოდ კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს.
XS
SM
MD
LG