ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირში რუსული ნავთობის ემბარგოზე მსჯელობენ


ევროკავშირის სამმა წყარომ პარასკევს თქვა, რომ ევროკომისიამ, რუსულ ნავთობზე დაგეგმილ ემბარგოში ცვლილებების შეტანის წინადადება წარმოადგინა, რათა უნგრეთს, სლოვაკეთს და ჩეხეთის რესპუბლიკას მათი ენერგო-მომარაგების გადართვის მოსამზადებლად მეტი დრო მისცეს.

ამ კვირაში ევროკავშირმა, ნავთობის ემბარგოზე იმსჯელა. ემბარგო, იმ მკაცრი სანქციების პაკეტის ნაწილია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში კონფლიქტის გამო დაწესდა. მაგრამ უნგრეთმა და სხვა წევრმა სახელმწიფოებმა განაცხადეს, რომ ამ ნაბიჯის მათ ეკონომიკებზე გავლენის საკითხი აშფოთებთ.

წყაროებმა თქვეს, რომ ახალ წინადადებას, რომელზეც ევროკავშირის დესპანებმა პარასკევს იმსჯელეს და შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, შეეძლება სამ ქვეყანას მათი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში დაეხმაროს.

რუსული ნავთობის გადაზიდვაზე აკრძალვის დაწესებამდე, ევროკავშირის გადამზიდავ კომპანიებს ერთი თვის ნაცვლად, სამ თვიანი გარდამავალი პერიოდის დრო მიეცემა. ეს დაშვება საბერძნეთის, მალტის და კვიპროსის მიერ, თავისი გადამზიდი კომპანიების თაობაზე წამოჭრილი საკითხების საპასუხოდ მოხდა.

წყაროებმა ანონიმურობის პირობით ასევე თქვეს, რომ მოსალოდნელია მსჯელობა პარასკევს და შესაძლოა უქმეებზეც გაგრძელდეს.

დიპლომატებმა თქვეს, რომ მოლაპარაკებები რთული იყო, მაგრამ ბევრმა გამოთქვა ოპტიმიზმი, რომ ევროკავშირის 27 მთავრობას შორის კომპრომისს, შესაძლოა მომდევნო კვირამდე მიაღწიონ.

XS
SM
MD
LG