ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეში 500 000 ევრო - ევროკავშირი პოლონეთისგან ჯარიმის გადახდას ითხოვს 


ევროკომისია პოლონეთისგან ჯარიმის გადახდას მოითხოვს. საუბარია, ევროკავშირის უმაღლესის სასამართლოს მიერ დაწესებულ ჯარიმებზე, რომელსაც პოლონეთი არ იხდის.

ჯარიმა ძალიან მაღალია და ის დღეში 500 000 ევროს შეადგენს. ევროკავშირში აცხადებენ, რომ პოლონეთი ვალდებულია სასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულოს.

მიზეზი, რატომაც სასამართლომ პოლონეთს ჯარიმა დააკისრა, ტუროს საბადოს შეეხება, რომელიც ჩეხეთთან საზღვარზე მდებარეობს. ჯარიმის დაწესებამდე სასამართლომ პოლონეთს მაღაროში საქმიანობის შეჩერება მოსთხოვა, თუმცა პოლონეთმა სასამართლო გადაწყვეტილება უგულებელყო, რის შემდეგაც ქვეყანას ჯარიმა დაეკისრა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ყოველ იმ დღეს, როდესაც პოლონეთი მაღაროს მუშაობას გააგრძელებს, ქვეყანა 500 000 ევროს ოდენობის ჯარიმას გადაიხდის. ჯარიმის ანგარიში მაშინ შეწყდება, როდესაც მაღარო მუშაობას შეწყვეტს. მოსამართლის გადაწვეტილება 20 სექტემბერს გახდა ცნობილი.

შესაბამისად ამ დროისთვის პოლონეთს 1 00 000 00 ევროზე მეტი აქვს გადასახდელი.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG