ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრუსელში ევროკავშირის ლიდერები იკრიბებიან


ბრუსელში ევროკავშირის ლიდერები იკრიბებიან

დღეს და ხვალ ბრუსელში ევროკავშირის ლიდერები სპეციალურ სამიტზე იკრიბებიან და საბერძნეთის ფინანსურ პრობლემებზე საუბრობენ.

ისინი ქვეყნის დახმარების შესაძლო ვარიანტებს განიხილავენ და მისი ფინანსური სტაბილურობის აღდგენის სამომავლო გზებს დასახავენ.

ევროკავშირის ლიდერები საბერძნეთის პრემიერ მინისტრის - გეორგიუ პაპანდრეუს- მთავრობისგან რეალურ ეკონომიკურ რეფორმებს მოელიან. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირი 3 ივლისს მიიღებს.

თუკი საბერძნეთი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის საკმარის ცვლილებებს განახორციელებს, მას შარშან დამტკიცებული მასტიმულირებელი პაკეტიდან შემდეგი 17 მილიარდიანი სუბსიდია გადაეცემა.

სამიტზე დღის წესრიგში შესაძლოა ევროკავშირის შიდა საზღვრების აღდგენის საკითხიც დადგეს. მოსალოდნელია ლიბიის, სირიის და პალესტინის პრობლემების განხილვაც.

XS
SM
MD
LG