ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი დეზინფორმაციის სპონსორი ქვეყნების წინააღმდეგ სანქციებს განიხილავს


"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ევროკომისია 2 დეკემბერს პირველად, ამ ორგანოს არსებობის მანძილზე, წარმოადგენს ევროპის დემოკრატიის სამოქმედო გეგმას, სადაც უცხოეთის ქვეყნების ე.წ. აგენტების, მაგ. ჩინეთის და რუსეთის მთავრობების დაფინანსებულ ონლაინ დეზინფორმაციაზე მოახდენს რეაგირებას. ავროკავშირი, ამით მოუწოდებს გამახვილდეს ყურადღება ამ ტიპის დეზინფორმაციაზე და დაწესდეს უფრო მკაცრი მაკონტროლებელი მექანიზმები ამ გამოვლინებების წინააღმდეგ. შემდგომში, ამ დოკუმენტზე დაყრდნობით შემუშავდება ამ აქტორების სანქცირების გეგმა.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ევროკომისია, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო, მოითხოვს ოფიციალური დოკუმენტის სახით სანქციების დაწესებას დეზინფორმაციის გავრცელებასა და გამავრცელებლებზე.

დოკუმენტი, გვაფრთხილებს, რა "უცხო აგენტების მიერ ინფორმაციის ომის იარაღად ქცევის შესაძლებლობაზე" მესამე ქვეყნის, მაგ. ჩინეთის ან რუსეთის მიერ, ტექსტში მოყვანილია კოვიდ19-ის პანდემიის დროს ევროკავშირის ქვეყნებში და გლობალურად გავრცელებულ დეზინფორმაციულ კამპანიებზე, რაც თავის მხრივ დემოკრატიულ დისკურსს ვნებს, ამძაფრებს სოციალურ პოლარიზაციას და ამ აქტორებს იმიჯს აკეთილშობილებს.

სამოქმედო გეგმის თანახმად, აღმოსავლეთ სტრატკომის სამოქმედო ჯგუფმა წელს რუსეთიდან მომავალი 500მდე მაგალითი გამოავლინა, რომელიც პრო-კრემლის მიმართულების დეზინფორმაციას ავრცელებდა.

ამავე დოკუმენტით ევროკომისია უფრო მკაცრ ზომებზე საუბრობს ევროკავშირის მხრიდან იმ ონლაინ პლატფორმების წინააღმდეგ, რომლებსაც მავნე ოპერატორები ყალბი ინფორმაციისა და შეცდომაში შემყვანი კონტენტის გავრცელებისთვის იყენებენ.



Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG