ევროკომისიამ ევროკავშირისა და ბალკანეთის ქვეყნების ლიდერების საგანგებო შეხვედრა მოიწვია ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან მიგრანტების შედინების პრობლემის განსახილად.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ მიგრანტების კრიზისის დასარეგულირებლად ევროპის სახელმწიფოების აქტიური თანამშრომლობაა საჭირო. ბრიუსელში შეხვედრა კვირას გაიმართება და მას 10 ქვეყნის, მათ შორის, მაკედონიისა და სერბეთის ლიდერები დაესწრებიან, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან.
შეხვედრაზე ასევე მიწვეული არიან გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ოფიციალური პირები.