ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი და იუნკერი ტარიფებზე ისაუბრებენ


ვაშინგტონში ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ჩამოდის, ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. ტრამპთან შეხვედრის მთავარი თემა სავაჭრო ტარიფები იქნება.

იუნკერის ვიზიტის მთავარი მიზანია პრეზიდენტი ევროპული წარმოების ავტომობილებზე ტარიფების დაწესებისგან გადაარწმუნოს. ტარიფები სერიოზულად დააზარალებს ავტომობილების გერმანულ ინდუსტრიას.

შეხვედრის წინ, პრეზიდენტი ტრამპი სკეპტიკურად იყო განწყობილი. ის ეჭვის ნიშნის ქვეშ აყენებს მხარეების შესაძლო შეთანხმებას.

სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ პრეზიდენტმა დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროპის კავშირმა ორმხრივად უნდა გააუქმონ ტარიფები. „ეს იქნებოდა თავისუფალი ბაზარი და სამართლიანი ვაჭრობა. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, მაგრამ ისინი არ არიან“, დაწერა პრეზიდენტმა.

ავტომობილებზე ტარიფების გაზრდის საკითხს გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი და განაცხადა, რომ ევროპას მუქარების არ ეშინია: „არავის სურს სადამსჯელო ტარიფები იმიტომ, რომ ამით ყველა წააგებს. ევროპა ტრამპის მუქარით არ შინდება. თუ ერთხელ დავთმობთ, მსგავს საქციელს მომავალშიც ხშირად წავაწყდებით“, აცხადებს მაასი.

ტარიფებს „საუკეთესო გამოსავლად“ არ მიიჩნევს კონსგრესის რესპუბლიკელი სპიკერი პოლ რაიანი. მისი თქმით, მხარეებმა ერთად უნდა იმუშონ „სავაჭრო ბარიერების შესამცირებლად“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG